Idumali...
Idumali
დედაჩემის ჯულიეტა ბალაკარის ლექსები
მე ასე ვხედავ, მე ასე ვხედავ
სამყაროს, როცა მასში მოვედი,
რომ მას ვუყურებ, როგორც მწერალი,
მთქმელი, მხატვარი, და მომღერალი.
მე ასე ვგრძნობ და მე ასე ვხედავ,
სამყაროს, როცა გულზე მაწვება
შეანგრევს მას და როცა შეაღწევს
სიმძიმე მისი არსის ჩაცხრება,
როცა ვუყურებ, როგორც მწერალი,
მთქმელი, მხატვარი, და მომღერალი.
მე ასე ვხედავ, მე ასე ვხედავ
სამყაროს, როცა მასში მოვედი,
შიგნით იმდენი უცხო ფერია,
რომ მას ვუყურებ, როგორც პოეტი.
1986 წ.
* * *
როცა ცის ფონზე გამოჩნდება
შავი ღრუბელი - ჩემი გულია,
როცა წამოვა იქიდან წვიმა -
ჩემი ცრემლია,
როცა ბუნება წარბს შეიკრავს -
ჩემი სულია,
და როცა ჩემს გულს, თვალს, სულს,
ემუქრება ასეთი წარღვნა -
სიყვარულია.
1978 წ.
* * *
დავით, მე მიყვარს შენი ხელები
შენი ათივე ძვირფასი თითი,
მკრთალი თითების ყოველი ნაკვთი
და მოძრაობა მსუბუქი მათი.
დავით, მე მიყვარს შენი თვალები,
შენი თვალების ყოველი ცრემლი,
ტილოზე მკვირცხლად დაცემული
და ცრემლი წვიმად გადაქცეული.
დავით მე მიყვარს შენი ფიქრები
და მაგ ფიქრების ფერთა რითმები
შენს სულიდან რომ გადმოფრქვეულან
მე მათ დავარქვი: მარგალიტები.
1982 წ. მხატვარ დავით კრაწაშვილს
კინო სტუდიის ბაღში
ო, რა მოხდება როცა ვოცნებობ
რომ წყნარად იყოს ეს ჩემი გული
რომ არ მაკრთობდნენ ეს მანქანები
კითხვითი მზერა, მძღოლთა თვალები.
ო, მაინც, მაინც, ეს მანქანები
წაღმა უკუღმა დავიარები
აქ მათგან ვერსად ვერ ვიკარგები
ცვდება ოცნება რბიან წამები.
ო, მაინც, მაინც, ეს მანქანები
სულ გაფართოვდნენ ჩემი თვალები
და ისე სწრაფად ვით მანქანები
მე დავინახე ფილმის კადრები:-
მერცხალი, ფიქრი, ზეცა, მოთმენა,
პეპელა, ჟინი, ვარდი, მოწყენა,
მუხლებზე წიგნი "გალაქტიონი"
და მანქანათა ატრაქციონი.
ო, მაინც, მაინც, ეს მანქანები
და დაიწერა დრო ნაწვალები
ღმერთო, ოდესმე მომეც უფლება
იმის რომ ვიგრძნო თავისუფლება.
1985 წ.
* * *
მიყვარს ლექსები აზრიანი, მწარე, მზიანიც,
მიყვარს ლექსები ცოფიანი, თავაზიანიც,
მიტაცებს მათსში ჩაქსოვილი აზრთა ამბოხი,
ზეცა - წყვდიადში ჩაფერფლილი სუნთქვა რიონის,
მიტომ, რომ გულში სული ცოცხლობს გალაქტიონის!
* * *
მე მჯერა შენი როდესაც ჩნდები
მაშინაც მჯერა, როცა არ ჩნდები,
მე მჯერა შენი ქარში თუ თოვლში,
მე მჯერა შენი გენიის ელვა,
მე მჯერა შენი ფიქრთა ქაოსში,
მე მჯერა შენი ყოველთვის ველგან.
მე მჯერა შენი როდესაც გხედავ,
მაშინაც როცა ხარ და ვერ გხედავ,
მე მჯერა შენი, მე მჯერა შენი,
მე მჯერა შენი, მზეო! მე მჯერა .
1985წ.
გულს არ უხარია და თითქოს უხარია,
რადგან ლექსი არის მისი მეგობარი.
წელს ცივად ჩურჩულებენ აპრილის ხეები
აპრილში მენატრება აპრილის მზეები.
და გული გაცვდა, რომ ვერ სთქვა სათქმელი,
ღრუბლებს ჩაეკირათ წვიმების სარტყელი
მუშას უჩიოდნენ ნაღდ ხელსაწყოებს
და ბავშვი ნატრულობდა სათამაშოებს.
რომ გულმა, თავის ლექსს უთხრა სათქმელი
ლექსმა ააფეთქა წვიმების სარტყელი,
ლექსმა გაამართლა ის ხელსაწყოები,
ლექსმა ბავშვს აჩუქა სათამაშოები,
და მე დავინახე აპრილის ხეები
საამურ ჩურჩულით, საამურ მზეებით
გულს არ უხარია და თითქოს უხარია ,
რადგან ლექსი არის მისი მეგობარი.
1986წ.
ფიქრები სიზმრად გადაქცეულან
რომელიც ჩამწყდარ თოკზე ქანაობს,
მე მაგ ბერურას მაშინაც ვხედავ,
როცა ის წვიმის ფიქრით ბანაობს.
მე ბეღურა ვარ აი ის ბეღურა
შენს ფეხების წინ საკენკს, რომ კენკავს
ღამის კედლებში გარინდებულა
ჩემს სიზმრებს მხოლოდ ბეღურა ხედავს .
მე ბეღურა ვარ, აი ია ბეღურა ,
მკვდარ ყვავილების ჩითს ქვეშ, რომ ეგდო
ქარი მის სიკვდილს ფერში ძერწავდა
მზე კი ზედ სხივებს აფრქვევდა ექოდ.
მე ბეღურა ვარ აი ია ბეღურა,
მატლის სიცოცხლეს, რომ გლეჯს და სწეწავს
თოვლის საბანში ჩახვეულა და
მხოლოდ მე ვისმენ მის გულის ფეთქვას.
მე ბეღურა ვარ აი ის ბეღურა,
თავის მომავალ გაზაფხულს, რომ სჭედს
მე ბეღურა ვარ აი ის ბეღურა,
როდესაც წყალს სვავს და
თანაც სჭვრეტს მზეს.
მე ბეღურა ვარ აი ის ბეღურა
ვისი გალობაც რომ იწვევს სევდას,
ფიქრები სიზმრად გადაქცეულან
ჩემს სიზმრებს მხოლოდ ბეღურა ხედავს.
1986წ.
სოსო ნიჟარაძეს
ქარი აწყდება ჩარაზულ ფანჯრებს
და გულიც ბორგავს ისე ვით ქარი
ო, როგორ მიყვარს შენი თვალები
შენი ჭაღარა და შენი ტანი.
ქარი აწყდება ჩარაზულ ფანჯრებს
მეწვევა მალე მგონია თითქოს
ქარი სცემს ხეებს, ყველაფერს ანგრევს
და ნეტავ ღმერთო, ჩემგან რას ითხოვს?
ესაა ფანჯრებს დამამსხვრევს თავზე,
თითქოს გაჰკივის გამიღე კარი,
ჰბადებს და ისვრის სუსხიან აფრებს,
მე მეშინია მთვრალია ქარი.
ქარი აწყდება ჩარაზულ ფანჯრებს
და გულიც ბორგავს ისე ვით ქარი.
ო, როგორ მიყვარს შენი პროფილი
შენი სიდინჯე და შენი ტანი.
1986წ.
სოსო ნიჟარაძეს
შემოდგომაზე რომ დაგინახე
ზამთრის დამედო გულზე ლოდები,
თუ კი ზამთარიც გადავიტანე
მე გაზაფხულთან დაგელოდები.
* * *
ნება ჩემია, ნება ჩემია,
რომ კიდევ დიდხანს დიდ ხანს გიცქირო,
მე არასოდეს არ მომწყენია,
როცა დაფრინავს სულში ფერია,
შენი თვალები ხან ცისფერია,
შენი თვალები ხან ზღვისფერია,
მე არასოდეს არ მომწყენია
რაც სიყვარულში ყველაფერია,
ერთი ფერია სემომჩვევია,
ის ჩემი გულის დარდისფერია,
მაგრამ რადგანაც არის ფერია,
გრძნობა მის გარდა არაფერია,
შენი თვალები ვნების ფერია
შენი თვალები ჩემი მტერია,
და არასოდეს არ მომწყენია
რაც სიყვარულში ყველაფერია.
1988წ.
ეს იყო წყალბურთელი რომლის სიყვარულმაც დედაჩემს დააწერინა ესეთი მშვენიერება ლექსები
.png)
.jpg)










Комментариев нет:
Отправить комментарий